ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობებიდან…
„მე მიმაჩნია, რომ ლამაზი ქალი ბუნების უმაღლესი განძი და ბედნიერებაა. არც ერთ მოვლენაში და ბუნების სხვა ნაყოფში არ იყრის იმდენი სიმშვენიერე თავს, როგორც ლამაზ ქალში”. – (ბიძაჩემი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არსად ადამიანს დედა ისე არ უყვარს და ახსოვს, როგორც გასაჭირის დროს”. – (ჭეშმარიტება)
* * *
„ – ადამიანმა ღმერთი რომ ჩვეულებრივი მომაკვდავივით კუბოში ნახოს, მაშინ მის თვალში ეს ქვეყანაც დაიშლება, ღმერთიც გაქრება და თავიც შესძულდება!” – (ულექსო დღე)
* * *
„კარგ საქმეს მხოლოდ ბრძენები ხვდებიან”. – (ბიძაჩემი)
* * *
„ – რა საკვირველი ქვეყანაა საქართველო, ერთ სოფელში რომ სიცივეს იგრძნობ, მეორეში სიგრილე მოგენატრება”. – (საჩუქარი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უშრომლად ამ ქვეყანაზე კარგი არაფერი გაკეთებულა”. – (მეეტლე და შვილიშვილი)
* * *
„ნაადრევად ნათქვამი სიტყვა მკვახე ხილზე უფრო სჭრის კბილს”. – (აგრონომი)
* * *
„ცხოვრება შრომისა და სწავლის გარეშე, ბაბუა, წაბლის ბუძგივით იჩხვლიტება. ადამიანის შრომა და განათლება მას კანს აცლის, მის სიკეთეს გვიჩვენებს, სიმდიდრეს გადმოგვიშლის”. – (მეეტლე და შვილიშვილი)
* * *
„ასეული წლების ყოველი წუთი გასვრილია სისხლითა და ტალახით”. – (ჭეშმარიტება)
* * *
„საქმე ხალხის ტვირთის აწევა ყოფილა…” – (ულექსო დღე) – (ავტორი გენია.ჯი)