ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მაკიზარებთან”
„დიდი ძალა ჰქონია ლუკმა პურს. ხომ გაგიგონია, მოვიდა შიმშილი და წავიდა სირცხვილიო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წინასწარ რომ იცოდე, სად წაიქცევი, იმ ადგილას ლეიბს გაიშლი!”
* * *
„არსებობს, ალბათ, იდუმალი ხმა და ადამიანი ვალდებულია დროულად გამოიცნოს ის!”
* * *
„ამქვეყნად საზრუნავი და საფიქრებელი თავზე საყრელია!”
* * *
„რა არ შეუძლიათ ბოროტ ადამიანებს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადვილი არაა გზიდან გადახვევა, განსაკუთრებით, როცა ეს გზა სწორი სწორი და საიმედო ჩანს; გადახვევა ბნელ, გაურკვეველ გზაზე…”
* * *
„შორიდან ყველა დამთავრებული საქმე ადვილი ჩანს”.
* * *
„ნუთუ, რასაც კი ვაკეთებთ, ყველაფერი დანაშაულისა და სინანულისგან შედგება?! სინანული? მერედა, ასე მტანჯველად და სამარადისოდ ხომ არაფერი სჯიჯგნის ადამიანის გულს?”
* * *
„მშიშარა და პატივმოყვარე კაცი ყველაზე ულმობელი მსაჯულია!”
* * *
„შურისძიება თვარ მოსპე, რაფერ გინდა, მტრობა და ბოროტება მოსპო!” – (ავტორი გენია.ჯი)