ამონარიდები მამია ასათიანის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„სიტყვას გულიდან ფრთხილად უნდა ამოკრეფა, დაუფიქრებლად ნათქვამი საყვარელ კაცს საძულველად გაგიხდის, ძმას გადაგამტერებს, დედას დაგაშორებს, ქვეყნის მოღალატედ გაგხდის”. – (აფხაზური თქმულება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განგების თვალს დიდი სინათლე აქვს”. – (სვანური თქმულება)
* * *
„ყოველ დედას ერთი ფიქრი აქვს, შვილი ბედნიერი დარჩეს წუთისოფელში”. – (თქმულება ქუთაისზე)
* * *
„ამქვეყნად ბრძენთა ნააზრევი რჩება. მეფეთა კი – ნამოქმედარი”. – (სვანური თქმულება)
* * *
„ – ასეა ძმაო, უჩრდილო სიყვარულია გამძლე და ბედნიერი, თორემ ის ოხერი ეჭვის ბზარი კაცს კი არა, აი ამ მთებს გააპობს შუაზე”. – (აფხაზური თქმულება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხმელი სიტყვა კაცს არც სიხარულს ანიჭებს და არც ცრემლს მოჰგვრის. ასეთი სიტყვა მათხოვარსა ჰგავს, ბეჩავად, უღიმღამოდ უვლის ადამიანის გულ-ღვიძლს გარე-გარე”. – (ულექსო დღე)
* * *
„ეჰ, ხელმწიფეთა ფიქრს ვინ მიხვდება”. – (სვანური თქმულება)
* * *
„ ერთი მეფისტოფელი მთელ ქვეყანას დაღუპავს”. – (ხე სიკეთისა და ხე ბოროტებისა)
* * *
„ – ამქვეყნად, ჩემო ძაძუ, მხოლოდ დედები არიან თანასწორნი”. – (თქმულება ქუთაისზე)
* * *
„ – ბერძნებს რომ სვანეთი სცოდნოდათ, ალბათ, თავიანთ ღმერთთა სამყოფლად მას აირჩევდნენ. მართლაც, არც არის ქვეყნად უკეთესი ღმერთთსამყოფელი!” – (სვანური თქმულება) – (ავტორი გენია.ჯი)