ამონარიდები მამია ასათიანის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„სიტყვა მხოლოდ ადამიანის საკუთრებაა, ამიტომ მისი დაკარგვა ყველაზე დიდ ადამიანურ უბედურებად უნდა ჩავთვალოთ” – (თქმულება სიტყვის ტაძარზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საზრიანი საქმე მტრისგანაც რომ ისწავლო, სათაკილო როდია?!” – (ამირანის ძმობილი)
* * *
„ყველაფერი ადამიანისაა, თვითონ ადამიანებიც – ძლიერი ადამიანისაა. ბრბოს საბელი ჩააბი ყელში და საითაც გინდა, იქით წაიყვან”. – (ხე სიკეთისა და ხე ბოროტებისა)
* * *
„ – შეცდომა გამოსწორდება, ღალატი კი არა”. – (ყურძნის მტევანი)
* * *
„ქვეყნის ფუძე ოჯახია”. – (მიაგულის სიყვარული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხეები ადამიანებივით არიან. თავისი ცუდი და კარგი დღეები აქვთ, თავისი ლხინი და ჭირიც იციან. თავისი წილი ცრემლიც უღვრიათ და სიხარულის დღეებიც შეხვედრიათ. ზოგი მათგანი ადრე წაქცეულა, ნაცრად ქცეულა. ზოგიერთს კი საუკუნეთა ქარიშხალში გამოუვლია, ასეული წლები უცოცხლია და ჩვენი ისტორიის ავბედითსა თუ ნათელ დღეებს დასწრებია, არ დაცემულა და დღესაც წარბშეუხრელად შეჰყურებს ხალხს”. – (დიდ ჭადართან)
* * *
„არც თავისუფლებაა, ბიძია, ყუმბარის მშობელი და არც ყუმბარა გამოდგება თავისუფლების დედად”. – (ხე სიკეთისა და ხე ბოროტებისა)
* * *
„ასეა, ალბათ, ამ ცხოვრებაში, დღევანდელი ადამიანი გუშინდელი კაცის ცხოვრების ამბავს გიყვება და თვითონ ჰგავს სადღაც თავისი ნაამბობის გმირს”. – (ყურძნის მტევანი)
* * *
„ყოველ ადამიანში ეშმაკიც ზის და ადამიანიც”. – (ხე სიკეთისა და ხე ბოროტებისა)
* * *
„ადამიანმა ქვეყნის ხმაც უნდა გაიგონოს და თავისიც გააგონოს მას”. – (დურგალი და პროფესორი) – (ავტორი გენია.ჯი)