ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მაკიზარებთან”
„კაცის სიცოცხლე არც ისე მოკლე ყოფილა და ერთხელ ჩადენილი სიავკაცე, მართლაც, ბევრჯერ გამოგიქროლებს წინ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაფერს საზღვარი აქვს, ფიზიკურ ღონესაც და გონებასაც, პატარა ქვას იოლად ასწევ, მერე, თანდათან, გაგიჭირდება, ბოლოს, მიაღწევ საზღვარს, – ჭიპზე რომ გასკდე, ძვრას ვერ უზამ. ტვინიც ამ კანონს ემორჩილება! ზედმეტი ტვირთი ტვინსაც ასე გაჭყლეტს და გაანადგურებს”.
* * *
„ბაირონი ამბობს, არ მიყვარს იმისთანა ტყუილი, რომელიც სიმართლეს ჰგავსო”.
* * *
„იცოდე, რომ რაც ბოროტებას გაასწორებს, ყველაფერი კეთილი და მართალია!”
* * *
„არასოდეს არ ვისურვებდი, ვისიმე სიცოცხლის საკითხი ყოფილიყო ჩემს ხელთ. მე მხოლოდ ჩემი საკუთარი სიცოცხლე მეკუთვნის და მორჩა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცილის წამება არასდროს არ რჩება მთლად უნაყოფოდ”.
* * *
„ენამოქარგულ კაცს მაგრა უნდა გაუსინჯო კბილი”.
* * *
„ათეულ წლებს ვცხოვრობთ. საშინლად მომაბეზრებელ დღეებს ვუძლებთ. ათასგვარ ტანჯვას, ცხოვრების ერთფეროვნებას ვიტანთ იმისთვის, რომ ბედმა როდისმე თუნდ რამდენიმე წუთის სიამოვნება გვარგუნოს და მაშინ გვჯერა, რომ ვიცხოვრეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიხარული გამოგვეცადა…”
* * *
„განა, სიბრალულის ღირსია ვისაც არავინ შებრალებია?!”
* * *
„ყველაზე ძნელი თავის თავთან ბრძოლა ყოფილა!..” – (ავტორი გენია.ჯი)