ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…
„წელში ოთხად მოკეცილი ბებერი გინდა მეფის ტახტზე დასვი და გინდაც ბუხართან, ერთი ოხერი იქნება!” – (როდის ამოდის მზე) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა არის, მართლა, კაცის ცხოვრება, თუ არა აკეთე რა! მარა, ერთს აკეთებ, მეორე გრჩება გაუკეთებელი”. – (ნაპირი)
* * *
„დიდმა სიხარულმაც იცის ღვინის მალე მოკიდება…” – (ჩრდილი)
* * *
„ხანდახან კაცი ისეთ ამბავს ნახავ სიზმრად, სიხარული მთელი წლის მანძილზე მეგობარივით გვერდში გიდგას, ხან კი ისეთი კოშმარი აუგორდება თვალის გუგას, მტერსა და ავს, საწყევ-საგინებლად ენას ვერ შეაკავებ…” – (სიკვდილი ასტიონს ეძებს)
* * *
„დიდი კუჭი აქვს ქალაქს, პურსაც ჭამს და ხალხსაც. გახიკა სოფელი თავისთან და გაამინდვრა კალო, გადაუგდო წისქვილს წყალი…” – (ნალბანდი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბევრი, ბევრი რამ მოხდება კაცის ცხოვრებაში… შეიძლება, ზოგის თავზე წიქვილის ქვა არ დატრიალებულა, მაგრამ სხვა მილიონ ჯანდაბას გადაევლოს, ზოგიც ზიზილებში გაზრდილა და უცხოვრია, ზოგს კი…” – (ნაპირი)
* * *
„არა ძმაო, კაცი და ქვეყანა ისე ამოუცნობია, ღმერთიც ვერაფერს გაუგებს”. – (ნაპირი)
* * *
„კაცი რომ თავის თავსა მტრობს, მეტი მტერი აღარც კი სჭირდება…” – (სახლიკაცი…)
* * *
„ – ჯერ სიყვარულია მთავარი!” – (მოკლე მიხა) – (ავტორი გენია.ჯი)