ამონარიდები რეზო ჭეიშვილის რომანიდან – „ჩემი მეგობარი ნოდარი”
„ყარაულის ძილი არ გამიგია მე!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ …ტვინი დინოზავრებს, სხვა სიტყვა რომ არ ვიხმაროთ, კუდუსუნის ძვალთან უკანალში ჰქონდათ, რასაკვირველია და უტვინო ხერხემლიანი, თუ ზოგიერთ ადამიანს არ მივიღებთ მხედველობაში, საერთოდ არ არსებობს!”
* * *
„ვირს რომ კურტანს დაადგამენ, წასულია იმის საქმე”.
* * *
„ – უმიზეზო შედეგი ისევე არ არსებობს, როგორც უშედეგო მიზეზი…”
* * *
„ – კაცი რომ კაცისას აღარ გაიგონებს, კაცი რომ კაცს აღარ ენდობა და ყველანაირი რწმენა დაიკარგება, მაშინ მოვა, პეტრეო, განკითხვის დღეო. ასე გამიგია მე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რა ეშველება ამდენ სულელს!”
* * *
„უთქმელობითაც შეიძლება ბოლოსდაბოლოს მოაბეზრო ადამიანს თავი…”
* * *
„ – საერთოდ, ადამიანი თუ წარმოადგენს რაიმეს?.. დღესა ხარ, ხვალ აღარ იქნები… თუ მოდი, რაღას მიდიხარ, რატომ, რისთვის?! შეგიკერავენ მუხის კოსტიუმს, ბოლო ტანსაცმელს და ჩაგაყუდებენ მიწაში”.
* * *
„ყველა თავის როლს თამაშობს წარმოდგენაში, ცხოვრებაშიც. ზოგი დიდს, ზოგი პატარას, ზოგი უმნიშვნელოს… მაგრამ აუცილებელს!..”
* * *
„რაები არ ხდება ქვეყანაზე!” – (ავტორი გენია.ჯი)