ამონარიდები თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობებიდან…
„დიდი კაცები და დიდი ხეები საოცრად ჰგვანან ერთმანეთს, სხვას პატრონობენ, საკუთარ თავს კი ვერ შველიან”. – (ზამთრის თეთრი მერცხლები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მეტი სინათლეა საჭირო ერთმანეთის დასანახად. მარტო მზის სხივი არ ჰყოფნის ადამიანს…” – (ანდერძი)
* * *
„კაცი ყოველდღე იბადება, როცა უხარია”. – (ყვავილები)
* * *
„ადამიანი საკუთარ თავს ქვას მაშინ ესვრის, როცა სხვაზე ფიქრობს ცუდს”. – (გაფრენილი ბავშვობა)
* * *
„ – კაცი შენი დღე და მოსწრება რასაც ეძებ, იმას რომ იპოვი, უკან ვისღა მოუხედავ, ვინღა გაგახსენდება”. – (ზამთრის თეთრი მერცხლები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ცხოვრება ბევრ რამეს გასწავლის, შვილო, გზაზე უამრავ ეკალს დაგახვედრებს, თუ შეძლებ პირწმინდად უნდა აკაფო ეკალბარდი, ვინ იცის, იქნებ შენს უკან ბრმა მოწანწალებს, მადლია, იმასაც უშველო”. – (ზამთრის თეთრი მერცხლები)
* * *
„იმედს ებღაუჭება კაცი, მის ძაფზეა გამობმული და თავისკენ ექაჩება. მოიმარჯვებს ერთ დღეს ღმერთი მაკრატელს, გადაჭრის ამ ძაფს და… მშვიდობით”. – (ანდერძი)
* * *
„ – არ უნდა ჩაახედო ყველას თვალებში!” – (ვარსკვლავთა ველის ყვავილტა სურნელება)
* * *
„ – ვისაც მიწა არ უყვარს, ცას ვერ შეიყვარებს. სულ იმას ვფიქრობ, რომელი უფრო საჭიროა-თქო. ცისკენ რომ თვალი გამექცევა, მიწა დამქაჩავს, მიწას ჩავცქერი და ცა მექაჩება”. – (ზამთრის თეთრი მერცხლები)
* * *
„ – ყველას თავისი თვალები აქვს. ყველა ისე ხედავს, როგორც გული კარნახობს”. – (ყვავილები) – (ავტორი გენია.ჯი)