ამონარიდები გიორგი სიჭინავას მოთხრობებიდან…

„არის ცხოვრებაში ისეთი რამეები, რომლებიც შენ არ გეხება. იმათ ისე უნდა აუარო გვერდი, თითქოსდა არც გინახავს. ბევრი რამ უნდა გამოტოვო, ხან ყრუ უნდა იყო, ხანაც – ბრმა”. – (აღათია) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როცა კაცი მარტოა, ის შეიძლება ბავშვადაც იქცეს”. – (მოლოდინი)

* * *

„მთვრალებთან მთვრალი უნდა იჯდე, ფხიზლებთან ფხიზელი უნდა იყო. შენც რომ იმნაირი იქნები, მერე ყველაფერი ადვილია”. – (სხვისი ქურქი)

* * *

„რა ძნელია და რა აუცილებელი მოიქცე შენი ასაკის შესაფერისად”. – (მოლოდინი)

* * *

„სასჯელი წამალივითაა, აფხიზლებს ადამიანს”. – (მიახლოვება) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ასეთია ცხოვრების კანონი: ხესავით უნდა განიძარცვო. თუმცა ხეს რა ენაღვლება, მოვა გაზაფხული და კვლავ მწვანით შეიმოსება”. – (მოლოდინი)

* * *

„ – თუ ყველაფერი სულერთია, მაშინ ცხოვრებას რა ფასი აქვს”. – (სხვისი ქურქი)

* * *

„პატივმოყვარე არსებაა ადამიანი, საკუთარი თავის მიმართ ყოველგვარ წვრილმანს მტკივნეულად განიცდის”. – (მოლოდინი)

* * *

„მომავალი მომცემს იმას, რასაც წარსული წამართმევს. ასე წავიდა ბავშვობა, ასე წავა სიჭაბუკეც. მომავალს მოჰყავს სიბერე”. – (მოლოდინი) – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>