Tag Archives: ამონარიდები გიორგი სიჭინავას მოთხრობებიდან…

ამონარიდები გიორგი სიჭინავას მოთხრობიდან – „მოლოდინი”

„განა ოდესმე ყოფილა ვინმე მადლიერი იმით, რაც აუცილებელია ჰქონდეს?”

ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”

„კაცი ბედნიერ ვარსკვლავზე უნდა დაიბადოს. სხვანაირად არაფერი გამოუვა. ბედნიერ ვარსკვლავზე თუ ხარ დაბადებული, თავი ქუდში გაქვს. არადა, შენი სიმართლე სიყალბედ იქცევა, შენი სიკეთე კი – ყველაზე საშინელ ბოროტებად”.

ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”

„ – როგორ უნდა გვიშველო, მამაო, როცა ვიღაც გაჭირვებული კაცი ორიოდ ღერი სანთლის გამო წყევლით ამოაგდე, ხოლო კაცის მკვლელზე და ავაზაკზე დგახარ ხელაპყრობილი და ზეცას მისი სულის შენდობას შესთხოვ?

ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”

„გული ქვა ხომ არ არის, გული იმიტომ გაქვს, რომ გეტკინოს. ეს არის კაცის წილხვედრი ამ ცისქვეშეთში”.

ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”

„რაც უფრო პირისპირ დგები ქვეყნიერებასთან, მით უფრო შეგაძრწუნებს საკუთარი უმწეობა. საკუთარი უმწეობით შეშფოთებული კაცი კი ცოდვის ბუდეა…”

ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”

„ყოველ მომსყიდველში გამყიდველის სულიც ზის. ისინი ორნივ ერთია”.

ამონარიდები გიორგი სიჭინავას მოთხრობიდან – „მოლოდინი”

„ვინც ცდილობს დაინახოს ის, რასაც ვერ ხედავს, ძალით ირთულებს ცხოვრებას. ხომ უმზერ მზეს, ვარსკვლავებს, მწვანე ბალახს, ზღვას… არ გეყოფა?..”

ამონარიდები გიორგი სიჭინავას მოთხრობიდან – „მოლოდინი”

„იყავ კეთილი, მაგრამ იცოდნენ, რომ ბოროტების ჩადენაც შეგიძლია”.

ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”

„ – თუ გონს წამართმევ, სინათლეს როგორ მპირდები?..”

ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”

„ – სოფელს სათავეში ჭკვიანი და კეთილი კაცი თუ ჩაუდგება, იქნებ ბევრი რამ გაადვილდეს. მაგრამ მართლასა და ჭკვიან კაცს სოფლის თავკაცად არავინ მოუხმობს.