ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”

„ – როგორ უნდა გვიშველო, მამაო, როცა ვიღაც გაჭირვებული კაცი ორიოდ ღერი სანთლის გამო წყევლით ამოაგდე, ხოლო კაცის მკვლელზე და ავაზაკზე დგახარ ხელაპყრობილი და ზეცას მისი სულის შენდობას შესთხოვ?

იოანეს სახე მოეღუშა. ერთი შემომხედა და მერე ნაძალადევი სიმშვიდით მომიგო:

- მკვდარი ავაზაკი უკვე აღარ არის ავაზაკი!”

* * *

„თუ ადამიანთა ცხოვრება მარტო პურისთვის ზრუნვაა, მაშინ რა გამართლება აქვს მის არსებობას?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღიმილი ყველაზე უფრო ადამიანური თვისებაა”.

* * *

„კაცს რას გაუგებ”.

* * *

„ – მე ცოცხალი ვარ და ვიცი, სიკვდილი არ მსურს, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ არც მკვდრებს სურთ სიცოცხლე. ეს სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი თავისი მდგომარეობითაა კმაყოფილი. ამ თანხმობაში რაღაც ვეებერთელა საიდუმლო დევს, რომლის ამოხსნა ცოცხლებს არ ძალუძთ, ხოლო მკვდრები კი სდუმან, სამყაროს შეერთებულნი, ერთგულად ინახავენ მის საიდუმლოს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხავსი გადარჩენის ერთადერთი იმედი თუ არის, წყალწაღებულს სხვა რაღა დარჩენია, თუ არა ორივე ხელით მასზე ჩაფრენა როგორც უკასკნელ იმედზე”.

* * *

„ – ვიცი, კაცს სულ ცოტა რომ ყოფნის ბედნიერებისათვის: მთავრია, გაიგო, რას სცე თაყვანი და რის წინაშე მოიდრიკო ქედი”.

* * *

„სიკვდილის შიშს ვერავის ვერ აუკრძალავ”.

* * *

„ – ღიმილს ადამიანის გარდა, ვერც ერთი ცოცხალი არსების სახეზე ვერ დაინახავთ.

- ღმერთიც არ იღიმება. – ამბობს ლაზარე.

- ღმერთი სად გინახავს, ჩემო ლაზარე?.. – ვეკითხები მე.

- არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ არ იღიმება. აი, ეშმაკი კი მუდამ იცინის.

- გამოდის, რომ ადამიანი ეშმაკი ყოფილა.

- აბა, შენ რა გეგონა”.

* * *

„ – გიყვარდეს მოყვასი შენი! – ქადაგებს ათანასე მღვდელი და იქვე, ეზოში შემოხიზნულ მათხოვრებს ერთმანეთი სძულთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>