ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”
„კაცი ბედნიერ ვარსკვლავზე უნდა დაიბადოს. სხვანაირად არაფერი გამოუვა. ბედნიერ ვარსკვლავზე თუ ხარ დაბადებული, თავი ქუდში გაქვს. არადა, შენი სიმართლე სიყალბედ იქცევა, შენი სიკეთე კი – ყველაზე საშინელ ბოროტებად”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყოველთვის იმას ვცდილობდი, როგორმე სიმართლისათვის არ მეღალატა, მაგრამ სოფელმა სულ სხვა გამოცანა შემომთავაზა: მართალი არ იქნები, თუ არ იცრუეო. მივიღე ეს „სიბრძნე” და ვიგრძენი, თუ როგორ გავმიწიერდი”.
* * *
„ – სოფელში თურმე სიბრარულის ხეც ისხამს ნაყოფს. – ვთქვი ჩუმად.
- მხოლოდ იმდენს, მათხოვრებს რომ ყოფნით. – ბრაზიანი კილოთი მიპასუხა კოკიმ და წამოდგა”.
* * *
„ – იცი თუ არა, ადამიანებს სიმართლე რომ არ უყვართ?! ისინი ხშირად, ძალიან ხშირად, საკუთარი ნება-სურვილით ცვლიან მას უფრო სასარგებლო და ლმობიერ სიცრუეზე”.
* * *
„ბოღმისა და შურისძიების გრძნობას, აბა, როდის მოუტანია კაცთათვის სიკეთე?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საბრალო ხალხი! რა ადვილია მათი მოტყუება”.
* * *
„სხვისი გასამართლება ყოველთვის ადვილია…”
* * *
„ძლიერს სუსტის რომ შეეშინდა, იმ დღიდან ყველაფერი აირია…”
* * *
„ადამიანისათვის დიდი ბედნიერებაა, როცა გრძნობ, სოფელს რაღაცაში გამოადექი, კეთილი საქმე გაუკეთე”.
* * *
„უძლეველია სიმართლის ძალა!” – (ავტორი გენია.ჯი)