ამონარიდები გიორგი სიჭინავას მოთხრობიდან – „მოლოდინი”
„იყავ კეთილი, მაგრამ იცოდნენ, რომ ბოროტების ჩადენაც შეგიძლია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზიზღი უფრო ადვილი ასატანია სხვების მიმართ, მაგრამ საკუთარი თავისადმი ზიზღი ძალზე ძნელი ყოფილა”.
* * *
„მოგზაურობა, ხეტიალი კარგია, გუნება-განწყობილებას წმენდს, მაგრამ ადამიანთა შესაცნობად შორს წასვლა არაა საჭირო. შეიცან თავი შენი და ბევრ რამეს გაიგებ სხვებზე. ის, რაც გინდა დაინახო სხვებში, მეტნაკლებად შენშია თავმოყრილი და შენც ისე გავხარ ყველა მათგანს, როგორც წვეთები ჰგვანან ერთმანეთს…”
* * *
„სიკეთე ზოგჯერ იმდენად უსუსურია, რომ თვითონ ვერაფრით ვერ გაიკვლევს გზას. მას ისე გადათქერავენ, როგორც ველური ცხენების რემა მინდვრის პაწია ყვავილებს”.
* * *
„ – ძნელია, რა თქმა უნდა, ძნელია… ადამიანებს ვერ გაუძლებს კაცი, მაგრამ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენ დედის მარადი ბავშვები ვართ…”
* * *
„ბუნება ისეთი ულმობელი როდია, თავისი შვილი შარშანდელი თოვლივით გააქროს. სიკვდილი მთესველია. თესლივით გვფლავს მიწაში, რათა შემდეგ კვლავ აღმოვცენდეთ”.
* * *
„ყველაფერი დათვლილია, გამოანგარიშებულია, დანომრილია…”
* * *
„ვინც თავის ასაკს ვერ შეუფარდებს ქცევის ნორმებს, აზროვნებასა თუ შინაგან მოთხოვნილებებს, აბუჩად ასაგდები ხდება”.
* * *
„ჩვენ ერთმანეთის გვეშინია და ამიტომ ვუმალავთ ერთმანეთს ჩვენს ნამდვილ სურვილს. ვშიშობთ, ვინმემ არ შემოიხედოს ჩვენი სულის სარკმელში და არ აღმოგვიჩინოს ადამიანური სისუსტეები. რაც არ უნდა მისატევებლი იყოს იგი, ჩვენ მას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენსას ფხიზლად ვმალავთ, სხვაში მონდომებით ვეძებთ. გვსურს ვიღაცაზე მაღლა დავდგეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)