ამონარიდები გიორგი სიჭინავას მოთხრობიდან – „მოლოდინი”
„ვინც ცდილობს დაინახოს ის, რასაც ვერ ხედავს, ძალით ირთულებს ცხოვრებას. ხომ უმზერ მზეს, ვარსკვლავებს, მწვანე ბალახს, ზღვას… არ გეყოფა?..” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცს თუ ნამდვილი ცხოვრებით გიცხოვრია, უსათუოდ დაიღლებოდი სასიკვდილოდ”.
* * *
„რა უცბად შეუძლიათ ზურგი შეაქციონ წარსულს. თითქოს ის არც ყოფილიყოს”.
* * *
„ბედნიერება, ალბათ პატარა სიხარულზე უფრო მეტია”.
* * *
„ზოგიერთი ადამიანი მარტივად ცხოვრობს. ის არ აზვიადებს არაფერს. უბრალოდ, ყველა საგანს თავის სახელს არქმევს და მერე არც კი დაეჭვდება, ესა თუ ის სახელი შეეფერება თუ არა ამა თუ იმ საგანს…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭეშმარიტების დადგენა გაძნელდა ამ ცოდვილ მიწაზე”.
* * *
„ადამიანის ცხოვრება ზღვაში შეცურებულ ნავსა ჰგავს, რომელსაც გამუდმებით უტლაშუნებენ ტალღები”.
* * *
„ – ჩიტივით უნდა გავფრინდე და ფრთამოტეხილი თუ დავეცი სადმე, ნუ იტყვით, სულელურად დაიღუპაო. კაცს თუ გაფრენა სურს, განა ეს სისულელეა?!”
* * *
„ – კი, ბატონო, ადამიანის ხელებმა საოცრებანი შექმნეს, მაგრამ შექმნეს ატომური ბომბიც. რას ჰქმნიდი მაგ ხელებით, თუ ყველაფერს მტვრად აქცევდი?”
* * *
„კაცს, რომელსაც ცოტა აზროვნების უნარი აქვს, ბევრი თავისუფალი დრო არ უნდა მისცე, თორემ ან საკუთარ თავს გადარევს, ან სხვას”. – (ავტორი გენია.ჯი)