ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”

„გული ქვა ხომ არ არის, გული იმიტომ გაქვს, რომ გეტკინოს. ეს არის კაცის წილხვედრი ამ ცისქვეშეთში”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – სოფელი ყოველთვის მართალია, ჩემო ლაზარე”.

* * *

„კაცს აქვს შეცდომის უფლება, რამეთუ მელთა ხურელი უჩანს და ფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს”.

* * *

„ – მეთევზეების მშურს. საოცარი მოთმინება აქვთ. მოისვრიან წყალში ანკესს და საათობით ელოდებიან, თუ როდის წამოეგება თევზი. ზოგჯერ დღე ისე გაივლის, ერთ ლიფსიტასაც ვერ დაიჭერენ, მაგრამ ამაზეც არ ჯავრობენ…”

* * *

„ – სანაპიროზე ტოტებჩამოშლილი ტირიფები იდგა. ასეთ ტირიფებს მტირალა ტირიფებს ეძახიან. მართლაცდა, მგლოვიარე ქალებს გვანან ისინი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრებაზე გულაცრუება და შიში ადამიანებისგან გაგრიყავს”.

* * *

„ლოთსა და გაფუჭებულს ცოლი რად უნდა…”

* * *

„ღვინო ქვევრს ხეთქავს და კაცს ვერ მოინელებს?”

* * *

„ნუთუ ასეთია ადამიანის ბუნება: სიმდიდრემ ბოროტებისკენ უნდა უბიძგოს?”

* * *

„ – არაფერი არ გამომდის ამ ქვეყანაზე… ამ ბოლო დროს წუწუნიც კი დამჩემდა. არასოდეს მყვარებია ბედის მომჩივანი და გულგატეხილი კაცი. მაშინ, ალბათ, ეს ცხოვრება ია-ვარდით მოფენილ ველ-მინდვრებზე განავარდება მეგონა… წარსულიდან არაფერი მაქვს მოსაგონარი, თუნდაც ისეთი, წამით ღიმილი რომ მომგვაროს, არც მომავალი მაიმედებს. ხშირად მეუბნებიან ხოლმე, სევდას ნუ მიეცემი, ეცადე ადამიანებს გაუგო, იბრძოლე, იშრომე, სამართლიანი იყავი და, ადრე თუ გვიან, შენს ბედს ეწევიო. სხვა რა გზა დამრჩენია, უნდა მივყვე ერთხელ დაწყებულ გზას. ვნახოთ ერთი, სანამდე მიმიყვანს. ბოროტებისთვის თავი არ მემეტება. არც იმას ვესწრაფვი, წმინდანი გავხდე და ფრესკად ავეკრა ეკლესიის კედლებს. თუ ძალა მეყო, ბოლომდე უნდა მივყვე ერთხელ დაწყებულ გზას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>