ამონარიდები გიორგი სიჭინავას მოთხრობიდან – „მოლოდინი”
„განა ოდესმე ყოფილა ვინმე მადლიერი იმით, რაც აუცილებელია ჰქონდეს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მარტოობა თუ მიყვარს, ნუ გგონიათ კაცთაგან განდგომა მსურდეს. მე უბრალოდ ჭეშმარიტებას ვეძებ. ვეძებ მას, უპირველესად, საკუთარ თავში”.
* * *
„ – რუსთაველმა დაგვაბნია ჩვენ… ნამეტანი მიამიტი გაგვხადა. გზად და ხიდად მეგობრობა და სიყვარული გვიქადაგა. ეს ხიდი კი საუკუნეების მანძილზე ჩვენ ვერავისთან გავდევით. შემოგვესივნენ მონღოლები და მეგობრობისა და სიყვარულის მქადაგებლებს კუდით ქვა გვასროლინეს. უფრო მეტიც, ჩვენმა მეფეებმა, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო ემართათ, დაჯდნენ და რუსთაველის ჯიბრით უნიჭო ლექსები ჯღაბნეს, ამან კი მტაცებელთა და ულმობელთა ოკეანეში მომწყვდეული პატარა ქვეყანა ფიზიკურ განადგურებამდე მიიყვანა.
- ბოლოს მაინც მეგობრობამ გადაგვარჩინა”.
- ჰო, ბოლოს კი… – დამეთანხმა იაკინთე”.
* * *
„სიკვდილი იქნებ შინ დაბრუნებაა”.
* * *
„განა მარტო ჯანსაღ სხეულში ბუდობს ჯანსაღი სული? ვინ შეთითხნა ეს სისულელე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ხალხის სამსახურში…” ძვირფასი სიტყვებია. ცალ-ცალკე სიტყვები აზრს ვერ გადმოგვცემს, მაგრამ როცა ისინი ერთმანეთს პოულობენ, ჩვენ მუდამ აღტაცებული თუ არა, კმაყოფილნი მაინც ვართ”.
* * *
„რა საჭიროა ბუნდოვანი აზრების გაყოლა. მზესავით უნდა გიბრიალებდეს თავი”.
* * *
„ – ასეა, მესაფლავე არავის უყვარს, თითქოს სიკვდილი ჩემი მოგონილი იყოს”.
* * *
„ძნელია თურმე შენსას სხვისი თვალით შეხედო”.
* * *
„მაღლიდან მზე ერთგულად ანათებს, მაგრამ დედამიწის ერთი მხარე მაინც ყოველთვის ბნელითაა მოცული. გაანათებს თუ არა მზე იმ ბნელ მხარეს, სიბნელე უმალ გადაინაცვლებს იქ, სადაც სინათლე იყო… და ასე მეორდება დასაბამიდან. ბნელისა და ნათელის ჭიდილია ცხოვრება. აქ კი, მიწაზე, ბუნების წინააღმდეგობანი ადამიანთა მოქმედებით, მათი უთანხმოებით გვევლინება”. – (ავტორი გენია.ჯი)