ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”
„რაც უფრო პირისპირ დგები ქვეყნიერებასთან, მით უფრო შეგაძრწუნებს საკუთარი უმწეობა. საკუთარი უმწეობით შეშფოთებული კაცი კი ცოდვის ბუდეა…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვიწამე ღმერთი და ყველაფერი ნათელმა მოიცვა. ის უსულო საგნები, რომლებიც ადრე მხოლოდ და მხოლოდ მაღიზიანებდნენ, უეცრად გაცოცხლდნენ და გაკეთილშობილდნენ. ჩემსა და ბუნებას შორის სამანი წაიშალა. აი, მაშინ ვიგრძენი თავი ამ ცისქვეშეთში თავისუფლად და გულზე მომეშვა”.
* * *
„პატიოსანი კაცის საშველი არ არის ამ ქვეყანაზე”.
* * *
„უჭკუო კაცი განა შეიძლება მილიონერი გახდეს?”
* * *
„კაცის თვალს რა გამოეპარება…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგი კაცი იმისთანაა, ცოლს კი არა, თავის საიდუმლოს ღმერთს არ გაანდობს”.
* * *
„ – მე არ მსურს ვინმეს ვმონებდე, ღმერთსაც კი”.
* * *
„განსაცდელის ჟამს შველა ყველას უნდა”.
* * *
„სოფელს სიმართლე არ გააჩნია. სიმართლედ აღიარებენ იმას, რასაც სასარგებლოდ თვლიან”.
* * *
„სოფლის ვალი ჩვენ ყველას გვაძევს…” – (ავტორი გენია.ჯი)