ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”
„არავინ შეგრჩება ძმად და მეგობრად, თუკი ყველას ყურში უჩიჩინე მართალი სიტყვა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თურმე ბრბოს აქვს უნარი ერთნაირი მოთმინებით მოუსმინოს ცოდვილსაც და უცოდველსაც, ოღონდ ეგ არის, მათი გაუწვრთნელი გონება თავში არაფერს შეუშვებს, რადგან განაჩენი წინასწარ აქვთ გამოტანილი”.
* * *
„ასეა ცხოვრება: მამების შეცდომა შვილებმა უნდა ასწორონ”.
* * *
„სოფელი თავის შვილებს მხოლოდ გამარჯვებულთა სახელებს არქმევს”.
* * *
„ადამიანები ადვილად რომ ტყუვდებიან, ეს არ არის უბედურება. საშინელება ის იქნება, რომ ყველამ ერთად გაიგოს სიმართლე, მაგრამ ამაზე, ეტყობა, განგებამ მათი გაჩენის დღიდანვე იზრუნა, გაათავისუფლა ყოველგვარი ზედმეტი სიმართლეებისაგან, რომელსაც შეეძლო ისინი დაღუპვის კარამდე მიეყვანა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კურდღელი კია კეთილი მგელთან, მაგრამ კომბოსტოს ყანაში მგელზე უარესია”.
* * *
„ზოგჯერ შიში ბრმა გამბედაობას ბადებს”.
* * *
„ადამიანი ყოველთვის სხვაში ეძებს იმას, რაიც თვითონ ვერ შეიძლო”.
* * *
„მდიდრებს ყველაფერს პატიობენ, ასეთია სოფლის კანონი”.
* * *
„ – გამწარებული ბრბო კლდეზე დაგორებულ ქვასა ჰგავს, რაც წინ შეხვდება, ყველაფერს უფსკრულში ჩაიტანს”. – (ავტორი გენია.ჯი)