ამონარიდები თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობებიდან…
„არსებობს მიუწვდომელი, ზეციური სიყვარული, ისეთი, კაბის ჩამოღლეტითა და ხვევნა-კოცნით რომ არ მთავრდება”. – (მოწმე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ასე ყოფილა ცხოვრება: თავდაღმართში მიგორავ, აღმართში მიბობღავ.
- ქვევით დაშვებას და დაგორებას, მაინც სიმაღლისაკენ ბობღვას ვარჩევდი”. – (ცაზე მთვარე ჩახჩახებდა…)
* * *
„საწუთროს ბოლომდე გაუხარებია ვინმე? გინახავთ კაცი კმაყოფილი მიბარებოდა სამარეს და სიკვდილის წინ ეთქვა, გამაძღარი მივდივარ, აღარაფერი მინდა აქაურიო? არა”. – (ღრჯუ)
* * *
„ – ყველას თავისი თვალები აქვს, კოტე. ყველა ისე ხედავს, როგორც გული კარნახობს”. – (ყვავილები)
* * *
„ჭრელი რომაა, იმიტომაა ქვეყანა საინტერესო. ფერები რომ არ მოეგონა განგებას, რა იქნებოდა ქვეყნიერება, თუნდაც მარტო მწვანედ შემოსილი”. – (უძლეველობა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სიყვარული ყველგან შეაღწევს, დადუ!” – (უძლეველობა)
* * *
„ – ეჰ, შვილოსა, კარგია სწავლა, მაგრამ ქვეყანას მიწის მუშაც სჭირდება. მშიერ კუჭს გლეხის ნაოფლარ-ნასიმწარევი შველის”. – (მოწმე)
* * *
„ყველას თავისი ღმერთი პატრონობს”. – (ცაზე მთვარე ჩახჩახებდა…)
* * *
„შენს დარდს სხვა არ უნდა შესწირო”. – (უძლეველობა)
* * *
„ღვინოა დუმილის მკურნალი”. – (სამშობლო) – (ავტორი გენია.ჯი)