ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”
„ – ღმერთო, მე მიკვირს შენი! ერთხელაც არ დაგვენახვე და გინდა, რომ გირწმუნოთ! როგორ შევიძლებთ ამას, როდესაც ხილულზეც კი ეჭვი გვეპარება?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კაცი მიმნდობიც არის და ეჭვიანიც და ამ მერყევი ბუნების გამო ზოგჯერ სიკეთესა და ბოროტებას ერთმანეთისაგან ვერ არჩევს…”
* * *
„მწარე ღიმილიც არსებობს, მაგრამ ეს ყველაზე უკანასკნელი ღიმილია ღიმილთა შორის…”
* * *
„ – ხვალინდელ დღეზე ადამიანებს ყოველთვის ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. გამონაკლისს მხოლოდ მეოცნებენი წარმოადგენენ. სოფელი დღევანდელი დღით ცხოვრობს. კაცს დღეს თუ საქმე კარგად მიუდის, ხვალინდელ უბედურებაზე, რამდენიც არ უნდა უჩიჩინო, ყურსაც არ შეიბერტყავს…”
* * *
„ძნელია საკუთარი თავის ხიფათში ჩაგდება, მითუმეტეს მაშინ, როცა იცი, არაფერი გამოგივა…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთი რამ კაცში კარგად არის მოწყობილი: საითაც მიდიხარ, თვალიც იქით იყურება”.
* * *
„მკვდრები ვის რას ერჩიან. მე უფრო ცოცხლების მეშინია…”
* * *
„კაცი იმდენად სუსტი ყოფილა, საკუთარი თვალით ნანახზეც შეუძლია ეჭვი შეეპაროს”.
* * *
„ – როგორ უნდა გავუმკლავდე ძლიერთა უტიფრობას…
- ნათქვამია, მოთმინებითა შენითაო”.
* * *
„პური არსობისა! ეს იყო მარადჟამს ადამიანთა საზრუნავი”. – (ავტორი გენია.ჯი)