ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მაკიზარებთან”
„სხვას რომ სამართალი გაუჩინო და შეაფასო, საკუთარ თავზე უნდა გქონდეს სწორი წარმოდგენა!”- (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შენ თუ ის დაიდე სახელმძღვანელოდ, ვის რა ესიამოვნება და ეწყინება, ვინ რას იტყვის, სამართალს ვერ გადაწყვეტ”.
* * *
„ქართველ კაცს, ბიძიკო, ხანდახან უკიდურესობა უყვარს!”
* * *
„ჩვენი საზოგადოებრივი აზრი ვინეგრეტს ჰგავს, ამან დაგვღუპა!”
* * *
„უცხოელობა ადამიანის მოვალეობას არ გართმევთ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გააფთრებულ სიძულვილს მხოლოდ საზარელი მტრის გაბეჩავებით თუ დაიყუჩებ”.
* * *
„დიდი უბედურება ყოფილა პოლიტიკურ ანგარიშებსა და ვარაუდებში მოტყუება! ტკბილი ცხოვრების მოყვარულ ადამიანებს, რომელთაც ერთი წუთის ბედნიერების, ერთი სადილის დათმობაც არ სურთ, ყველაფერი ერთბაშად მისდით ხელიდან”.
* * *
„დიდკაცობა იოლია, საქმე ის არის, შენი დიდკაცობით ყელში არ ამოუხვიდე ხალხს! არ გეგონოს, რომ შენს მეტი სხვა ვერავინ გამოდგება შენს ადგილზე!”
* * *
„მეგობრობის და სიყვარულის მათხოვრობა არ შეიძლება!”
* * *
„თუ ზოგიერთების აზრი და ყაყანი ფეხზე არ დაიკიდე, იცოდე, ცხოვრებაში სახეიროს ვერაფერს გააკეთებ!” – (ავტორი გენია.ჯი)