ამონარიდები თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობებიდან…
„ – რძე თუ გინდოდათ თქვენ და კეცის ჭადი, ორ კაპიკად არ გამაყიდინებდით სოფელს, ჩაი მიირთვით ახლა და არ გამაგონოთ წუწუნი”. – (ვიღაც იძახდა ჭიშკართან) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გიჟი მუდამ იმას გაიძახის, ჭკვიანი ვარო”. – (ფესვები)
* * *
„ – მამაჩემი, ზოსიმე სეფისკვერაძე იტყოდა, ფულით არ იზომება კაცის სიგრძე-სიგანეო. დღემდე ვწონი და ვუკირკიტებ მე ცხონებულის ნათქვამს. კინაღამ შევცდი და დავეთანხმე, კარგად რომ დავაკვირდი, შენც არ მომიკვდე, გამიგონია?” – (ვიღაც იძახდა ჭიშკართან)
* * *
„ჭეშმარიტება უბრალო ხალხში იბადება”. – (გამოსავალი)
* * *
„ – სახალხო არტისტი კი ვარ, ბიძია, მაგრამ მომწყინდა ამ უხალხო თეატრის ცქერა!” – (გამოსავალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძნელია შენი გაჭირვებით გული აუჩვილო ვინმეს…” – (ვიღაც იძახდა ჭიშკართან)
* * *
„ბავშვობაზე უკეთეს ვინ რას შეგვძენს და შემოგვმატებს”. – (ფესვები)
* * *
„სიტყვის ძალაზე მოგახსენებთ. აი, გველსა ხვრელით ამოიყვანსო”… რუსთაველი რომ ბრძანებს, კარგია და მე პირადად ვეთანხმები, მაგრამ სხვები არა, ბატონო, დღეს არავის უნდა მარტო სიტყვა. წავიდა ის დრო. სიტყვისათვის არ ამოვა დღევანდელი გათვითცნობიერებული გველი ხვრელიდან და არ შეიწუხებს თავს, პატარა, საკბილოსნაირი უნდა დაანახვო და დააინტერესო, ისე, ნურას უკაცრავად, თავს გაიცუცურაკებ… და იცით მერე, მე როდის მივხვდი ამას? როცა ცალი ფეხი იქით მაქვს, იქით”. – (ვიღაც იძახდა ჭიშკართან)
* * *
„სახელმწიფოსათვის მე უფრო კარგი კაცი ვარ, ვიდრე ესენი (მევალეები ჰყავდა მხედველობაში). ფულს ტრიალი უყვარს, მაგენი ჩურთავენ ბალიშებში, მიწაში, კედლებში; საჭმელ-სასმელს მოიკლებენ, ფეხშიშველი ივლიან და იმ დაპაჭკულ თუმნიანებს ცივ სიოს არ მიაკარებენ. ფულს რავა გავაჩერებ ხელში, ჭამე, სვი, ჩაიცვი და დაიხურე, გაშალე ხელები, რაცხა ორი დღის წუთისოფელი დაგრჩენია. ჩაგაყოლებს ვინმე რამეს? ანდა, რომ ჩაგაყოლონ, გამოგადგება იქ? რომ მომადგა მაგ მამაცხონებული ამ დილით და ხუთი სულის სახელი სათითაოდ ჩამოკარკლა ჭიშკართან, იმას რატომ არ ფიქრობს, ამ ხუთ ადამიანს რა სასმელ-საჭმელი ყოფნის ყოველდღეო. მე შენ გეტყვი და შეჩივლებ მუცელს შენს გაჭირვებას და დაგიჯერებს”. – (ვიღაც იძახდა ჭიშკართან) – (ავტორი გენია.ჯი)