ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მაკიზარებთან”
„ადამიანი ბუნებით ეგოისტია! მისი გარდაქმნა შეუძლებელია, როგორც მაიმუნის გაადამიანება! აი, ეს ფაქტი უნდა იყოს ყველა თეორიისა და მოძღვრების ამოსავალი წერტილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გიყვარდეს სამშობლო, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ გიყვარდეს ისეთი, როგორიც ახლა არის, არამედ გიყვარდეს იმნაირი, როგორსაც ნატრობ, რომელზედაც ოცნებობ. როგორიც გინდა, რომ იყოს!”
* * *
„შეყვარებულები, რომელთა შეუღლება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჩაიშალა, სამუდამოდ უბედური ადამიანები არიან! ერთხელ თუ ნამდვილად გყვარებია, ვინ იცის, შეგიყვარდება კიდევ?”
* * *
„ნათქვამია, გაჭირვებამ ეშმაკის კარს მიმაყენაო”.
* * *
„ვირი რო წიხლს გესვრის, ფეხი არ უნდა მოსჭრა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საცა კანცელარია, ბეჭედი და შტამპია, იქ ქრთამიცაა. ეგ არ იცით?”
* * *
„პოლიტიკოსები, თავიანთი დაპირებებითა და იმედით, ათობით თაობას გაისტუმრებენ საიქიოს”.
* * *
„ყოველგვარი გიჟური უტოპია კაცობრიობას ანარქიით ემუქრება!”
* * *
„უნდა გახსოვდეთ, მეგობარო, რომ ცხოვრება იცვლება, ცხვარი მუდამ ერთ მატყლში არ რჩება!”
* * *
„ალბათ, არაფერი იწვევს ერთგულების ისეთ მხურვალე გრძნობას, ისეთ თავდავიწყებულ ფიცს, როგორც საკუთარ გულწრფელობაში ჩუმი, შეუცნობელი დაეჭვება”. – (ავტორი გენია.ჯი)