ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობებიდან…
„ბრძენთა დავა ხალხისთვის სასარგებლოა. მეფეთა დავაა სისხლიანი და კაცთსაძულველი”. – (ხალდეს ყვავილები) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი მაინც ადამიანია, მეფეც ისაა, რაც გლეხი. მასაც მონატრებია ცვრიან ბალახში ფეხშიშველა სირბილი. განსხვავება ისაა, რომ მეფე ნამალევად სჩადის ამას, გლეხი კი ამქვეყნად არც სიხარულს მალავს და არც დარდს”. – (გეგუთის ძელქვები)
* * *
„ – ადამიანის გონება სიჭაბუკიდანვე ილტვის ჩაწვდეს ცხოვრების იდუმალებას, და თუ მთლად ვერა, რაღაც ბილიკს მაინც მონახავს მის შესაცნობად. მომწიფდება და სიჭაბუკის ფიქრიც სიდარბაისლეში შედის, ისიც მასავით მწიფდება, ნაყოფიც სრულდება და რთველიც იწყება”. – (ხალდეს ყვავილები)
* * *
„უკვდავება მხოლოდ სამშობლოს სამსახურშია”. – (ულექსო დღე)
* * *
„ბედნიერ კაცს ყოველთვის ახლობელი დაუხუჭავს თვალებს”. – (გეგუთის ძელქვები)
* * *
„გონიერებს უგუნურები ჭარბობენ ამ სოფელში ყოველთვის”. – (ხალდეს ყვავილები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – როცა ლილეს ვისმენ, ჩემ თავს არ ვეკუთვნი, ასე მგონია, ყველა წმინდანი ამდგარა, იალბუზზე ხმიადი გაუტეხავთ და ზედაშის წინ ქვეყანას ადამიანის სიცოცხლისა და ვაჟკაცობის ჰიმნს უგალობენ-მეთქი”. – (გეგუთის ძელქვები)
* * *
„ – ცხოვრება ყვავილებითაც ატკბობს ადამიანს და ეკლითაც ჩხვლეტს”. – (ამირანის ძმობილი)
* * *
„ – საოცარია, დიდი ადამიანებიც უბრალო მომაკვდავებივით წაიქცევიან ხოლმე, თუმცა შემდეგ ღმერთკაცებივით წამოდგებიან ხალხის ხსოვნაში…” – (ულექსო დღე)
* * *
„არასოდეს შეურცხვენია ქართულ აკვანს სამშობლო და არც მომავალში შეარცხვენს!” – (აკვნის ოსტატი) – (ავტორი გენია.ჯი)