ამონარიდები ერიხ მარია რემარკის რომანიდან – „სამი მეგობარი”
„არასოდეს არ შეეცადო, რომ ძალიან ბევრი იცოდე! რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრი იოლია ცხოვრება. ცოდნა ადამიანს ათავისუფლებს, მაგრამ აუბედურებს კიდეც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გულუბრყვილობას მარტოოდენ შურიანები თვლიან სისულელედ… ნუ გეწყინება მათგან. ეს ნაკლი კი არ არის, არამედ ღვთის წყალობაა”.
* * *
„თავხედობა საუკეთესო საშუალებაა კანონთან ბრძოლაში”.
* * *
„ – ადამიანთა საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლებია ანგარება, შიში და მუხანათობა. ადამიანი ბოროტია, მაგრამ სიკეთე კი უყვარს… როცა მას სხვები სჩადიან. ასეა-ასე!”
* * *
„სულელად დაბადება სირცხვილი არაა; სულელად სიკვდილია მხოლოდ სამარცხვინო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მონანიება! ადამიანს ჩვეულებრივ მხოლოდ მაშინ აგონდება თავისი კეთილშობილების საცოდავი მარაგი, როცა უკვე ძალიან გვიანი არის”.
* * *
„ – დაიხსომე, ბიჭუნი; არასოდეს, არასოდეს და არასოდეს არ მოეჩვენება ქალს სასაცილოდ ის, ვინც რაიმეს სჩადის მისთვის”.
* * *
„ – მე ვფიქრობ, რომ მეტად ახალგაზრდობა არ შეიძლება. მეტად მხოლოდ სიბერეა შესაძლებელი”.
* * *
„ – ეტყობა, ადამიანი ისე ეჩვევა მძიმე ჯაფას, რომ თავისუფლების ნატამალიც კი რაღაცნაირად ეხამუშება”.
* * *
„თავდაბლობა და კეთილსინდისიერება მარტოოდენ რომანებშია დაფასებული. ცხოვრებაში კი ასეთ ადამიანებს გამოიყენებენ და მერე სადმე მიაგდებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)