ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…
„ – შვილი მტრად კი არა, ათჯერ მტრად უნდა გაზარდო, თუ გინდა ოჯახსა და ქვეყანას მოყვარედ გამოადგეს. ეს სიტყვა ბარე მილიონზე მეტ კაცს ექნება ნათქვამი და რამდენიმეს შესრულებული”. – (როდის ამოდის მზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭკუას მოხმარა უნდა!” – (კიდევ ერთი აღმართი)
* * *
„ – მარტო კაცმა რა უნდა გააკეთოს, ხომ ხედავ, რამხელა პირი აქვს დაფჩენილი ამ სოფელსა და ქვეყანას.” – (როდის ამოდის მზე)
* * *
„ნათქვამია, ვინც ნამეტანს ეძებს, უფრო მეტს ჰკარგავსო…” – (თებროლე მიდის წყალზედა…)
* * *
„თუ ხარ, ნაღდი უნდა იყო, კაცი უნდა გერქვას და არა ნაცარქექია, ქსლის მბეჭდველი”. – (კიდევ ერთი აღმართი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დამალული ეშმაკისაა”. – (მოკლე მიხა)
* * *
„ – საწვალებლადაა გაჩენილი კაცი, ალბათ, თორემ რასაც მე ვშრომობ, უკეთ უნდა ვცხოვრობდე”. – (როდის ამოდის მზე)
* * *
„ცხოვრება აღმართია, ცხოვრება ბრძოლაა, დავაა, ცხოვრება ყველაფერია, ცხოვრებაა რაცაა”. – (კიდევ ერთი აღმართი)
* * *
„სოფელს თუ უნდა, ქვეყნის წისქვილსაც უკუღმა დააბრუნებს”. – (მოკლე მიხა)
* * *
„ქალაქისა არ იყოს, სოფელსაც კარგა მოზრდილი კუჭი აქვს. არ გააკეთებ, არ მოიყვან, არ გაზრდი და, ვაი სირცხვილო! რაც კი ხელიდან გამოგდის, ყველაფერი უნდა გააკეთო, არადა, შერცხვენილი იქნები და, საერთოდ, ცოცხალი კაცი მკვდრებში იქნები ჩაწერილი. ასე იცის სოფელმა, მას თავისი წესი აქვს, თავისი ჩვევა აქვს, ზნე აქვს თავისი და რა გინდა, რომ ქნა”. – (ავტორი გენია.ჯი)