ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…
„ – ერთი შეხედვით კი არა, ასი შეხედვით ვერ ამოიცნობ, ვინ რა არის, რას აკეთებს, რას საქმიანობს, რა უდევს გულში, სად გაქებს და სად გითხრის სამარეს”. – (გორგალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ომმა იცის კაცის გაფუჭება, ფსიქიკის მოშლა”. – (ჩრდილი)
* * *
„ – უძილობა დამჩემდა ბოლო დროს.
- რომანის წერა ხომ არ დაგიწყია?
- ახლა ისეთი დროა, შეიძლება კაცმა მაგიც იფიქროს. წერას მაინც ისწავლი კაცი. ინჟინრობით თუ ვერ გამოიჩენ თავს, გლახას დაწერ, მაინც გამოჩნდები, კარგს დაწერ და მთლად უკეთესი”. – (სამი დღე ჩემს თავს არ ვეკუთვნი)
* * *
„ – მამაკაცებმა აგრე იცით, ვითომ ვერ ამჩნევთ ქალის ასაკს, ანდა არ ამჩნევინებთ… ეს მამაკაცების გულუბრყვილო, ადვილად ამოსაცნობი ეშმაკუნობაა”. – (გორგალი)
* * *
„კითხვის დასმა აუგი არაა”. – (ჩრდილი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამ ქვეყნად ყველგან და ყველაფერში რიგია”. – (სამი დღე ჩემს თავს არ ვეკუთვნი)
* * *
„ახლა ვრწმუნდები, რომ მონადირეებმა მართლა იციან სამას სამოცდახუთი ტყუილი და ისიც ნაღდია, ბოლო ათი თვითონაც სჯერათ! ეს მოვკალიო, ერთ საათში ფუთნახევარი დავიჭირეო, ერთი ოთხკილოიანი იყოოო და ეშმაკი და მამაძაღლი, რას გაუგებ კაცი ამ მონადირეებს თუ მეთევზეებს”. – (ნაპირი)
* * *
„ – სიყვარულის გულისთვის ფეხით კი არა, შეიძლება ყირაც გაჭიმო და ისე იარო”. – (სამი დღე ჩემს თავს არ ვეკუთვნი)
* * *
„ – დასწყევლოს ღმერთმა, ჩემო ბიძიკო, ამ ცხოვრებაში კაცს ვერ შევხვდი, რომ გაჭირვებაში მიშველოს…” – (ნაპირი)
* * *
„ნუ ჰგონია ვინმეს, რომ მამა აბრამის ბატკნის როლის თამაში იოლი საქმეა…” – (გორგალი) – (ავტორი გენია.ჯი)