ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობებიდან…

„მტერი სიყვარულით არ უნდა მოკლა”. – (დრო) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღირსებით ნაკლის მიჩქმალვა შეუძლებელია, ნაკლი მხოლოდ სხვა ნაკლით თუ მიიჩქმალება”. – (გუბე)

* * *

„ნუთუ უეჭველად უნდა მოკლა, რათა მიხვდე, რომ არ უნდა მოკლა?” – (დრო)

* * *

„ოჯახში ბავშვი არ უნდა გამოილიოს”. – (გუბე)

* * *

„კაცის თვალი ხარბია. ყველაფერს ჭამს”. – (გუბე) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რამდენი ზედმეტად წვრილი კაცია ქვეყანაზე, რამდენი ზედმეტად მსხვილი, რამდენი ზედმეტად კოჭლი, რამდენი ზედმეტად კუზიანი, რამდენი ზედმეტად სულელი და რამდენი ზედმეტად ჭკვიანი! ყველა მათგანი მტკივნეულად განიცდის თავის ნაკლს”. – (გუბე)

* * *

„კაცი თუ ცოლს დარაჯობს, მაშასადამე, სჭირს კიდეც რაღაც სადარაჯო”. – (გუბე)

* * *

„ვაი, რომ კაცი ათასი ჯაჭვით ხარ შებორკილი და, რაც გინდა, იმას არავინ გაგაკეთებინებს!” – (გუბე)

* * *

„ყოველგვარი ცნება, თავად ადამიანის ბუნების ორგვარობის გამო საკუთარ თავში გარდაუვალად შეიცავს საპირისპირო ცნებას. არსებობა უეჭველად გულისხმობს არარსებობას, მარადიული – დროებითს, ერთი – მრავალს და ასე შემდეგ”. – (დრო)

* * *

„ზედმეტი სიფრთხილიდან სასიკეთო არასოდეს არა გამოდის რა”. – (გუბე) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება