ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „იუპიტერის სინანული”

„თანამდებობასა და პატიოსნებას საერთო სარეცელში სიამტკბილობით წოლა არ შეუძლიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღმერთები ყოველ კაცს თავის ბედს თავისივე ხელით აჭედვინებენ…”

* * *

„ჯერ ისეთი არაფერი გამოგონილა, გამოუყენებელი დარჩენილიყოს”.

* * *

„ადამიანის გონებას ბუნებითი სიზანტის გამო ახლის მოფიქრებას ყოველთვის მოფიქრებული ურჩევნია”.

* * *

„დედის მოტყუება თითქმის შეუძლებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გულწრფელობა ყოველგვარ მჭერმეტყველებაზე უფრო მჭერმეტყველია”.

* * *

„დედისაგან შობილს დედაზე მეტად ვინ უნდა უყვარდეს?”

* * *

„კაცი, რომელსაც სახეზეც ის აწერია, რაც გულში უდევს, არასოდეს სანდო არაა…”

* * *

„თურმე მთავარი ის კი არ არის, თუ რა ითქმის, არამედ ის, თუ ვის მიერ ითქმის”.

* * *

„ფული უნივერსალური უპირატესობაა, რომელსაც ნებისმიერი სხვა უპირატესობის გაბათილება შეუძლია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება