ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „სოლომონიანი”

„ხალხის ლაპარაკს რომ ყური უგდო, შეიძლება ადამიანის სახსენებელი შეგძულდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი რის ადამიანი იქნება, ხანდახან შეცდომა თუ არ დაუშვა”.

* * *

„გამწარებულმა კაცმა თუ მოინდომა, ყოველთვის გამოძებნის ხელმოსაკიდს”.

* * *

„ადამიანი რთული მოვლენაა და სახიფათოა მისი დღევანდელი დღის მიხედვით მის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა”.

* * *

„ვისაც მშვიდი ცხოვრება უყვარს, ის ახერხებს კიდეც მშვიდად იცხოვროს”.

* * *

„წამიერი სისუსტისაგან დაზღვეული არავინა ვართ და ამიტომ ღმერთიც იოლად გვპატიობს ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მცენარეს, ისევე როგორც ცხოველს, ზრუნვა და დამცავი ზღუდე არც რგებს და არც სიამოვნებს, მას თავისუფლება უყვარს და ის ურჩევნია, თავისი წილი ჰაერი და საზრდო თვითონვე მოიპოვოს”.

* * *

„ყველას გვჭირს პატარ-პატარა სისუსტე”.

კომენტარის დატოვება