ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის რომანიდან – „თებერვალი დადგაო…”
„ – ვინც მალე ჭრის, დიდხანს ნანობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მტერთან ბრძოლას უფლება არ სჭირდება”.
* * *
„ – სამშობლო? ჰმ! უსახლკაროთათვის ვინა თქვა სამშობლო!..”
* * *
„ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ყველა არ უნდა დაიჯეროთ”.
* * *
„ადამიანის გამარჯვება საკუთარ თავთან გამარჯვებით იწყება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიჭაბუკე თავდება, უკან მოუხედავად მიდის, სიყვარული რჩება, იცვლება, მაგრამ რჩება”.
* * *
„დღეს არავის აღარაფრის აღარ სჯერა”.
* * *
„ვისაც რა აწუხებს, იმას ჩივის”.
* * *
„თუ გული არ იცი კაცისა, ისე ვერ იცნობ, ვინ არის, რა გუნებისა და ხასიათისაა, რა სულისა და ხორცისაა”.
* * *
„ხდება ხოლმე, ადამიანს უნდა გადადგას ესა თუ ის ნაბიჯი, შეიცვალოს აზრი, შეხედულება, მაგრამ პატივმოყვარეობა აკავებს”. – (ავტორი გენია.ჯი)