ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„თუ არა გჯერა იმისი, რასაც აკეთებ, წყლის ნაყვაა ყველაფერი”. – (უფანდუროდ ნამღერი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ნამდვილს ვეძებ ყველაფერს. ნამდვილ სიყვარულს, ნამდვილ თანაგრძნობას”. – (ცირკის მარგალიტი)
* * *
„სხვის ცხოვრებასთან რა ხელი მაქვს”. – (უფანდუროდ ნამღერი)
* * *
„ყოველი კულტურა, თვით ავსტრალიის აბორიგენებისაც კი, რაღაცით მშვენიერი და ძვირფასია კაცობრიობის ისტორიისათვის”. – (ჩიტების დარდი)
* * *
„კოღო სპილოს მხოლოდ იგავ-არაკში ამარცხებს”. – (საუბარი ჭადრების ჩრდილში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შიშის ზაფრა იცი შენ რა არის? მტრისას და ავისას, აფთარი რომ შეგეჩეხოს ტყეში, შეშინებით როგორ არ შეგეშინდედა, მაგრამ ის შიში ერთწუთსაა, მეტს ხომ არა. ან შენ გაიქცევი, ან აფთარი, თუ თოფი გაქვს, ან შენ ესვრი, ან ის შეგჭამს, ხომ? ახლა წარმოიდგინე, უსაშველოდ გაგრძელდეს ის ერთი წუთი, აფთარი კარებზე გედგას, ვერც კარს უკეტავდე და ვერც გარეთ გამოდიოდე”. – (უფანდუროდ ნამღერი)
* * *
„კაცმა არ იცის, რა ელის ცხოვრებაში ადამიანს”. – (დედა)
* * *
„თუ მართლის თქმა გადავწყვიტეთ, ყველას მიმართ მართალი ვიყოთ, თორემ ასე შერჩევით, ალაგ-ალაგ სიმართლეს ხალხი არ დაგვიჯერებს”. – (უფანდუროდ ნამღერი)
* * *
„რამ უნდა აიძულოს კაცი, რომ თავის ენას და ამით თავის ხალხს, სამშობლოს, მის არსებობას ქვეყნად, ტყვია ესროლოს?!” – (ჩიტების დარდი)
* * *
„მართლაც რომ რაღაც შეუცნობი ძალები განაგებენ ზოგჯერ კაცის საქციელს”. – რევაზ მიშველაძე (კოსმოსში) – (ავტორი გენია.ჯი)