ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის რომანიდან – „თებერვალი დადგაო…”

„ქართველებს ერთი დიდი ნაკლი გვაქვს – ხასიათისა და გულის სიჩვილე. თვითონ გულკეთილებს სხვაც გულკეთილი გვგონია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კუჭის გაძღომაზე მხოლოდ მაძღარი არ ფიქრობს”.

* * *

„დემოკრატიის დამარცხება არ გაგონილა!”

* * *

„არ არსებობს ძალა, რომლის დაძლევა არ შეიძლებოდეს”.

* * *

„ოჯახური ცხოვრება დიდი წყალობაა. იგი ყოველი ადამიანის მოვალეობას შეადგენს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უსისხლოდ მტერი მტერს არაფერს დაუთმობს!”

* * *

„სამშობლოს მიწა სიდიდით არ იზომება”.

* * *

„არ შეიძლება ცხოვრობდე და არ გიყვარდეს”.

* * *

„ – დიდებულია, როცა ადამიანს თავისი მოვალეობა ესმის, ეს ბევრს ნიშნავს, მაშინ მას ბევრის გაკეთება შეუძლია”.

* * *

„ – ცხენი ყველაზე უწყინარი პირუტყვია, ბატონო აპოლონ, – დიახ, ბატონო აპოლონ, და ყველაზე ჭკვიანი პირუტყვი, პოლიტიკას არ ეწევა…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება