ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „ბიძაჩემი იონა”

„შეცდომა, რომელსაც შეუძლია შემდგომ ზრდას შეუწყოს ხელი, საშიში არაა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რასაც არ სძინავს, იმას გაღვიძება არ ესაჭიროება”.

* * *

„სხვის ხარჯზე ყველა იოლად და არხეინად ცხოვრობს”.

* * *

„ბედისწერა განაგებს ყოველივეს, ბედისწერას საბელით ვყავართ გამობმული და ყველას ყველაფერი შუბლზე გვაწერია”.

* * *

„კაცს რა იმოდენა სიცოცხლე აქვს მონიჭებული ღვთისგან, რომ უთავბოლოდ ფანტოს თვეები და წლები!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ეჰეჰე! რას ემგვანებოდა ჩვენი ცხოვრება, ფესვები რომ რომანტიკულ მოგონებათა კამკამა წყაროში არ გვქონდეს ჩაციებული!”

* * *

 „ – ნამდვილი, ჩემო იონა, ქვეყანაზე არაფერი არ არის. ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნამდვილია”.

* * *

„მართლაცდა, რამოდენა ლოდი გშორდება კაცს იმის გახსენებაზე, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც შეუძლია შენს მაგივრად იფიქროს და შენს მაგივრად წყვიტოს რთული და საჭოჭმანო საკითხები!”

* * *

„ვისაც ღალატი არ გამოუცდია, იმან არ დაიტრაბახოს, სისხლსავსე ცხოვრებით ვიცხოვრეო…”

* * *

„ო, რა ტკბილი ხარ, ბავშვობის ნეტარო ხანავ!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>