ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „ჭოლა”

„მთავარია რამე შექმნა და ასაკს რა ჭკუა აქვს!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცოცხალ კაცს საწუხარი არ დაელევა”.

* * *

„ცხოვრება თეორია არ არის, ცხოვრება ყოველწამიერი სახიფათო არსებობაა”.

* * *

„გასაჭირში კაცი უდრტვინველი უნდა იყო და მშვიდად ელოდო ბედის გახსნას, რადგან ბედის გახსნა მხოლოდ ტანჯვითა და მოთმინებით განწმენდილთა ხვედრია”.

* * *

„ბავშვის სიძულვილი რა სათქმელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი საერთოდ თანდათან პატარავდება საკუთარ თვალში იმისდა მიხედვით, თუ რა ოცნებები ჰქონდა ახალგაზრდობაში და რა გადარჩა იმ ოცნებებიდან”.

* * *

„პატარა იმედიც იმედია და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დიდ სიხარულად იქცეს”.

* * *

„სწორედ ტანჯვის მოთმენაა ის სამშენებლო მასალა, ის ქვა და კირი, რომელიც ამქვეყნიური სამოთხის ასაგებად გამოიყენება”.

* * *

„ჩაცმა-დახურვა მხოლოდ მკვდარს აღარ სჭირდება”.

* * *

„მთავარია ბედი გწყალობდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>