ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა”
„ყველა თავის ჭეშმარიტებას აღიარებს, ყველა თავის ჭეშმარიტებას ემონება, ყველა თავის ჭეშმარიტებას ეწირება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთის მოტყუება შეუძლებელია”.
* * *
„მაინც რა დიდი რამ არის ცოდნა და გამოცდილება!”
* * *
„კაცი მარტო სათავისოდ არ უნდა ზრუნავდეს”.
* * *
„ეს ქვეყანა უცნაურობის ქვიტკირით ყოფილა ნაგები და სამყაროს თურმე ისეთი კანონი განაგებს, რომლის ძალითაც, სიყვარული თუ ერთი აბობოქრდა, მისი დაკავება შეუძლებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცოცხლე უფლის ჭეშმარიტებაა, უფლის ჭეშმარიტების ხელყოფა კი დიდი მკრეხელობაა!”
* * *
„ – გახსოვდეს, ბედი იმედით იჭედება”.
* * *
„ის, რაც მინდორში ვერ გვიპოვია, ტყეში უნდა მოვძებნოთ, მაშასადამე, ის, რაც ცნობიერში ვერ გვიპოვია, არაცნობიერში უნდა მოვძებნოთ”.
* * *
„ხომ გაგიგონიათ, რაც უფრო მეტ ხორცს დაიყრი, სული მით უფრო დაგიბნელდებაო?!”
* * *
„ღმერთო, შენ მოუმართე ხელი ყველა მიჯნურს, რამეთუ მიჯნურზე კარგი და ძვირფასი ამ ქვეყნად არა არის რა!” – (ავტორი გენია.ჯი)