ამონარიდები დავით კვიცარიძის რომანიდან – „მშვიდობით უსიერო ტყეებო”
„მეგობრის გამცემი რას არ იკადრებს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდი უბედურება ყოველთვის ჰბადებს გარეწრებს, გმირებს და არაკაცებსაც”.
* * *
„ – კუჭმა შენია-ჩემია არ იცის!..”
* * *
„ – მე თავმოყვარე კაცი ვარ, თავმოყვარე და არა პატივმოყვარე”.
* * *
„თავშეკავება ჭკვიან კაცს შეუძლია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არის წყალობა, სიკვდილი ბევრად რომ სჯობია”.
* * *
„ღალატი სისაძაგლეა, საბოლოოდ დაცემაა, გახრწნაა”.
* * *
„სიცოცხლე – ეს უპირველესი და ძვირფასი განძი მხოლოდ ერთხელ ეძლევა ადამიანს, ისიც მეტად ხანმოკლე და მან – ადამიანმა ყოველნაირად უნდა ეცადოს, რომ თავისი სისულელით კიდევ უფრო არ შეიმოკლოს”.
* * *
„ნათქვამია: დილის საზუმე ცოლის მზითევს სჯობიაო!”
* * *
„გულია მთავარი”. – (ავტორი გენია.ჯი)