ამონარიდები რობერტ პენ უორენის რომანიდან – „მეფის მთელი მხედრიონი”
„სინდისმა ერთი თუ გაიღვიძა, კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მარტო სურვილი არ არის საკმარისი და მაინცდამაინც ასი წლის არ უნდა მოიყარო, რომ მიხვდე ამას”.
* * *
„ბედი მუდამ იმას ეწვევა ხოლმე, ვისაც არა სჭირდება”.
* * *
„ – ადამიანი ცოდვაში ჩაისახა და სიბინძურეში დაიბადა, ცხოვრებას აქოთებულ ჩვრებში იწყებს და მყრალ სუდარაში ამთავრებს”.
* * *
„ადამიანის მოდგმას არაფერი რომ არ ახსოვდეს, სავსებით ბედნიერი იქნებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ქვეყანაზე არ არსებობს ღირსეული საქმე, ადამიანმა გააკეთოს და ღირსება შეინარჩუნოს. აბა დამისახელე ისეთი საქმე, რომლის გაკეთება გულით გინდოდეს და თავის დაუმცირებლად გააკეთო?”
* * *
„გახსოვდეთ, ყველაფერი იცვლება!”
* * *
„ადამიანს რაღაც შინაგანი ძალა ეწევა გარეთ და ისიც მიდის შინიდან. ღამე სხვის საწოლზე წევს სიბნელეში და სულ სხვა, უცხო ქარი აშრიალებს ფოთლებს ხეებზე. დადის უცხო ქუჩებში, მის თვალწინ სხვადასხვა სახეები ირევა, მაგრამ სახელები არ იცის. ყურში რომ ხმები ჩაესმის, ის ხმები შინიდან გამოყოლილი არ არის. ეს უფრო ხმამაღალი ბგერებია, იმდენად ხმამაღალი, რომ დიდი ხნით ახშობს მშობლიურ ხმებს. მაგრამ ჩამოვარდება თუ არა ერთი წუთი სიჩუმე, ისევ გაიგონებს შინიდან გამოყოლილ ხმებს. ახლა კი მიხვდება, რას ეუბნებიან ისინი. ხმები ეუბნებიან: შინ დაბრუნდი, ბიჭო. და ისიც ბრუნდება შინ”.
* * *
„ადამიანის საბოლოო ხვედრი მაინც ცოდნაა”.
* * *
„წამის მნიშვნელობა მოუხელთებელია ნიავივით, რომელიც ათრთოლებს ტირიფის ფოთლებს”. – (ავტორი გენია.ჯი)