ამონარიდები რეზო ჭეიშვილის მოთხრობებიდან…

„ადამიანი ქვეყნად გარკვეული მოვალეობის აღსასრულებლად არის მოვლენილი, მაგრამ ერთი საქმისთვის გაჩენილი კაცი მთელი ცხოვრება მეორეს ემსახურება”. – (პრემიერა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცის დაფასებას ცოდნა უნდა!” – (ალ-რაზაკის სიკვდილი)

* * *

„ – კაცმა რომ თქვას, რა არის ადამიანი? მოკვდა კაცი, იყო და აღარ არის… ადვილი სათქმელია”… – (მერცხლები)

* * *

„სინამდვილეს ხშირად ისე ასხვაფერებენ და სახეშებრუნებულად ყვებიან, რომ ამ ქაოსიდან ჭეშმარიტების დადგენა ძნელია”. – (ალ-რაზაკის სიკვდილი)

* * *

„ – ცხოვრება გლეჯა რომაა, იცი?

- რა არი?

- ცხოვრება გლეჯაა!

- ვინ გითხრა?

- არავინ, მე თვითონ”… – (ნამდვილი ამბავი)

* * *

„ყველაფერს მოსაზრება უნდა!” – (ნამდვილი ამბავი)

* * *

„ – ნეტა, ჭკუა მეხმარა და მესწავლა!” – (ნადიმი სოფლად)

* * *

„როგორც ჩანს, ყველას თავისი ჭია ჰყავს და ის თუ მოკლა, კმაყოფილი დარჩება”. – (სტელას დაღუპვა)

* * *

„ბუდე როგორ უნდა დაუნგრიო ვინმეს”… – (მერცხლები) – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>