ამონარიდები რობერტ პენ უორენის რომანიდან – „მეფის მთელი მხედრიონი”

„ – ერთი კაცი იყო, დანტე, და ამბობდა – ჭეშმარიტად ამაყი ადამიანი, ვინც თავისი ფასი იცის, შურის ცოდვას არასოდეს გაივლებს გულში, რადგან სჯერა – არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც შურს აღმიძრავსო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ტკივილი ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა, მაგრამ თვითონ არ წარმოშობს ბოროტებას”.

* * *

„ – კარგი რამე თავისივე სიკარგით არის კარგი”.

* * *

„როგორც არ უნდა ცხოვრობდე, მაინც ცხოვრებაა”.

* * *

„რა ცოტა რამ კმარა ადამიანის დასაღუპად და გადასარჩენად”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველა ადამიანს აქვს თავისი თავის მიმართ რაღაც ვალდებულება”.

* * *

„ახლოს ნამდვილად მხოლოდ მაშინ შეგიძლია დაინახო საგანი, თუ დროსა და კითხვებს შემოაცლი”.

* * *

„ადამიანი რთული მოწყობილობაა, ის არც კარგია და არც ცუდი, არამედ ცუდიც და კარგიც ერთდროულად, კარგი ცუდიდან გამომდინარეობს, ცუდი – კარგიდან და ეშმაკმა უწყის, სადა აქვს თავი და ბოლო”.

* * *

„ყველაფერს ამქვეყნად თავისი ადგილი აქვს მიჩენილი”.

* * *

„ადამიანს, ვინც თავისი ფასი იცის, ვერავინ მოისყიდის პირმოთნეობით, რადგან ვერავინ აღმოუჩენს ისეთ ღირსებას, თვითონვე რომ არ იცოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>