ამონარიდები ზურაბ კუხიანიძის მოთხრობიდან – „თავქვეშ ამოდებული იმედი”

„უიმედო ადამიანი ხმობაშეპარულ ხესა ჰგავს, ხვალ და ზეგ ღონიერი ქარის შემობერტყვაზე რომ გადატყდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ეჰ, რამდენი კეთილი კაცი დადის ამქვეყნად! გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს ხელს უწვდენს, გულის სითბოს ჩუქნის, მხნეობას უნერგავს. და მაინც, როცა ადამიანთა გულცივობას, უყურადღებობას თუ განურჩევლობას გადავეყრებით, ცხოვრება „გაუმარგლავი ბაღი” გვგონია…”

* * *

„ – გამარჯობათ, ჯანმრთელო ადამიანებო, ამაყად და ლაღად რომ დააბიჯებთ დედამიწაზე და ეს ქვეყანა თქვენი შექმნილი გგონიათ! ცდებით! მაგრამ, იცოდეთ და კარგად გახსოვდეთ. სულერთია, ვინ შექმნა ჩვენი სამყარო, მთავარია, ის თქვენ გეკუთვნით და გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა უნდა…”

* * *

„რა იცი, კაცი, სად წაიქცევი, თორემ იმ გზაზე სულ არ გაივლი…”

* * *

„გულცივობა მცირე ნაკლი არ გეგონოს. გულცივი ადამიანი ბოროტებასაც იოლად ჩაიდენს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რომელიღაც ფილოსოფოსი ამბობდა, თურმე, მგონი, ანაქსაგორა, ჩვენს ბედს, ჩვენ თვითონ განვაგებთო. ბოდიშს მოვითხოვ ანაქსაგორასთან, მაგრამ, მე, ვფიქრობ, ჩვენს ბედს ცაში განაგებს ბედისმწერალი, რომელიც ჩვენს იღბალს თუ ხვედრს წინასწარ განსაზღვრავს

* * *

„რაც წასულა, ის არასდროს არ დაბრუნდება, ბევრიც რომ უყარო საკენკი”.

* * *

„ადამიანი, რომელიც ხშირად ავადმყოფობს, ისე არ განიცდის ამ ავბედობას, ვიდრე ის, ვინც ჯანმრთელია და ერთხელ გახდება ავად თავის სიცოცხლეში”.

* * *

„ადამიანს ერთი ბედნიერებაც ჰყოფნის ამქვეყნად”.

* * *

„ყველაფერს გაუძლებს ადამიანი, იმედის ღალატის გარდა. იმედი თუ გაუცრუვდა, დაღუპულია მისი ცხოვრება, ციცაბო კლდის პირას აღმოჩნდება და ჩიტმა რომ ფრთა გაჰკრას, ისიც საკმარისი იქნება, რომ უფსკრულში გადაიჩეხოს…” – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>