ამონარიდები ზურაბ კუხიანიძის მოთხრობებიდან…
„მშობლიური მიწა სათუთი სულიერი არსებაა. სუნთქავს, შრიალებს, ბიბინებს, ქუხს, ჩხრიალებს, წუხს, ხარობს, ბობოქრობს, ალერსად იღვრება და ყველაფერს გრძნობს, რაც მის ზურგზე ხდება და ბოჟირობს. ჩვენს გაჩენაში ხელი არ მიუწვდება (აქ უფრო ზეციური ძალაა ჩარეული), მაგრამ როგორც კი მის მკერდზე ფეხს ავიდგამთ, იებით მოჩითულ იდუმალ ფირზე ჩვენი ფეხის ხმა იწერს და ათეული წლობითაც რომ გადიკარგო მისი სანახებიდან, დაბრუნებისთანავე გიცნობს. ამას ოდნავი ბიძგიც გამოხატავს, რაც შენი გულის შეტოკებით მთავრდება”. – (ბუდუა ანუ 20 წლის შემდეგ) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მიზანი, ყმაწვილო, უხილავია, ხელშეუხებელი აბსტრაქციაა. ვერ მოეფერები, ვერ შეეხები, ვერ ხედავ, მიზანი გაუმაძღარი გულის სწრაფვაა”. – (ოლიან ჟორჟი)
* * *
„ – კაცს მიზანი აცოცხლებს და ამაგრებს”. – (ოტია)
* * *
„ – მამა-პაპის საფლავის ღალატი სამშობლოს ღალატია, ძმობილო, და ამნაირი ღალატი ვის შერჩენია, შენ რომ შეგრჩეს”. – (ბუდუა ანუ 20 წლის შემდეგ)
* * *
„ვაი მას, ვინც კაცთმოყვარეობის გულისთვის ერთ მშვენიერ დღეს თავის ლხენა-სიხარულს მსხვერპლად არ გაიღებს…” – (ოლიან ჟორჟი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყმაწვილკაცობის სიწრფელე და უშუალობა მთლად არ უნდა დაკარგო”. – (ოლიან ჟორჟი)
* * *
„ – კარგ ცხოვრებას თუ არა აქვს მნიშვნელობა, ცუდი ცხოვრებაა ცხოვრება?” – (ბუდუა ანუ 20 წლის შემდეგ)
* * *
„ადამიანის იმედი მისი დაბადებისთანავე ჩნდება და სიკვდილის ბოლო წუთამდე თან დაჰყვება”. – (თავქვეშ ამოდებული იმედი)
* * *
„ამბობენ, ერთადერთი ღმერთი ამქვეყანაზე დედააო…” – (ოლიან ჟორჟი)