ამონარიდები რობერტ პენ უორენის რომანიდან – „მეფის მთელი მხედრიონი”

„ადამიანმა რომ იცოდეს, როგორ უნდა იცხოვროს, არასოდეს მოკვდებოდა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პატივმოყვარე კაცი ყოველთვის იმას ცდილობს, სხვის თვალში დიდი გამოჩნდეს”.

* * *

„ის, რაც იყო, აღარ არის, ხოლო, რაც ახლა არის, მერე აღარ იქნება”.

* * *

„ღმერთის დაცინვა არ შეიძლება”.

* * *

„არასოდეს არაფერი იკარგება უკვალოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თევზი არასოდეს იტყვის უარს ცურვაზე”.

* * *

„რაც აუცილებელია, იმით უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანი”.

* * *

„იმ დროისათვის, როცა უკვე გვეცოდინება ჩვენი ადგილი ცხოვრებაში, გავიგებთ, რანი ვართ”.

* * *

„ღვთის თვალში ოცდახუთი წელი არც ისე დიდი დროა, მაგრამ მართლა ღვთის თვალი უნდა გქონდეს, რომ ოცდახუთი წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაიხედო”.

* * *

„ – ნეტა კაცთა მოდგმის პირველი ცოდვის გარდა, რა უბიძგებს ადამიანს მცდარი გზისაკენ? პატივმოყვარეობა, სიყვარული, შიში, ფული”. - (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>