ამონარიდები რობერტ პენ უორენის რომანიდან – „მეფის მთელი მხედრიონი”
„ცხოვრება უზარმაზარი თოვლის გუნდაა, მუდამ ქვევით მიგორავს და არასოდეს აგორდება ზევით, რომ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს, ვითომ არაფერი მომხდარიყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თავდაცვის ინსტიქტი გადაწყვეტილებაზე უფრო ღრმადა ზის ჩვენს არსებაში. ადამიანი მდინარეში რომ ჩავარდება, კი არ გადაწყვეტს, უნდა გავცუროო, ჩავარდება თუ არა, მაშინვე ფეხებს აატყაპუნებს წყალში”.
* * *
„წარსულს მხოლოდ მაშინ შეინარჩუნებ, თუ მომავალი გაქვს, რადგან ისინი სამუდამოდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი”.
* * *
„რაც არასოდეს გქონია, იმას ვერც დაკარგავ”.
* * *
„თუ ცოდნა გაქვს, ყველაფერს პირისპირ შეხვდები, ვინაიდან ცოდნა – ძალაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა საიდუმლო იცით, მაშინ ისევე გიჭირთ იმასთან ურთიერთობა, ვინც არ იცის საიდუმლო, როგორც მოუსვენარ, ვიტამინებით გაჭყეპილ ბავშვებთან, თავისი კუბურებითა და თუნუქის დოლით რომ არის გართული”.
* * *
„მონათვლის შემდეგ პიროვნება არ იცვლება. ის უბრალოდ, ფასეულობის სხვა სისტემის მიხედვით მოქმედებს”.
* * *
„პოლიტიკა არჩევანის საქმეა და რა უნდა აირჩიო, ამას შენ არა სწყვეტ. არჩევანსაც საზღაური უნდა. საზღაურს კი ყოველთვის უნდა გადახდა”.
* * *
„კაცმა ყოველთვის იმას უნდა მოჰკიდოს ხელი, რისკენაც გული მიუწევს”.
* * *
„ცხოვრობ დიდხანს სიტყვების გარემოცვაში, მერე უცებ ბერდები და მხოლოდ საგნებიღა რჩება. სიტყვები კარგავენ მნიშვნელობას”. – (ავტორი გენია.ჯი)