ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „სასწაული”

„სასწაულები არც ისე ხშირად ხდება, როგორც ზღაპრებში წერია, შეიძლება მეტიც ითქვას, სულაც არ ხდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინც ეს ცხოვრება ასე მოაწყო, გემოვნების ნასახი არ ჰქონია”.

* * *

„საკუთარი ბუნების გარდაქმნა და ისიც ერთბაშად, არავის ძალუძს”.

* * *

„გაგონილი სასწაული, თურმე ათასწილად ჯობია საკუთარი თვალით ნანახ სასწაულს”.

* * *

„ადვილი სათქმელია, „ნუ ცრუობ!”

* * *

„როდესაც ყველა გზა მოჭრილია, როდესაც უბედურების აცილება სრულიად უიმედო საქმეა, უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე და გულგრილობა და მორალურად მაინც გაიმარჯვო მოწინააღმდეგეზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ხომ იცი, ბებრებს როგორ გვიყვარს სიცოცხლე”.

* * *

„საერთოდ, ყველა ბიჭი და ყველა გოგო კარგია, ყველა კეთილი და საყვარელია, მთავარია, ეს სიკეთე განვუვითაროთ, რომ ცხოვრების მთელ გზაზე გაჰყვეთ”.

 

კომენტარის დატოვება