ამონარიდები ერიხ მარია რემარკის რომანიდან – „სამი მეგობარი”
„ასეა მუდამ, ყველაზე გაცვეთილი ბიჭები ისეთ ხაფანგში გაებმებიან ხოლმე, რომელიც ბავშვებმაც კი იციან!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ მაინც რა უცნაური რამ ემართება ხოლმე ადამიანს?”
* * *
„როცა უეცრად ჯიბეში ფული გამოგელევა, მეგობრებიც ისე გაგირბიან როგორც რწყილები მკვდარ ძაღლს…”
* * *
„ყველაზე საშინელი ის არის, როცა მოლოდინში ხელფეხშეკრულივით დგეხარ და ვერაფერი ვერ გიღონია”.
* * *
„ნამდვილ სიკვდილში სასაცილო არაფერია, იგი საშინლად სერიოზულია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ექიმი იმედს არასოდეს არ კარგავს, ასეთია მისი პროფესია”.
* * *
„მარტოობას გაცილებით ადვილად იტანს ადამიანი, როცა მას არავინ უყვარს”.
* * *
„მორალი კაცობრიობის მონაგონია და არა ცხოვრების შედეგად გამოტანილი დასკვნა”.
* * *
„სასიამოვნოა რწმენის შეგრძნება”.
* * *
„ხალხი გადარეული არაა. უბრალოდ ხარბია. ერთიმეორისა შურთ. ქვეყანა სავსეა ყოველგვარი სიკეთით, ადამიანთა უმეტესობას კი არაფერი არ გააჩნია. ძაღლის თავი განაწილებაშია დამარხული”. – (ავტორი გენია.ჯი)