ამონარიდები ერიხ მარია რემარკის რომანიდან – „სამი მეგობარი”
„თავდაპირველი ის არის, რომ გულთან ახლოს არაფერი მიიკარო, რასაც მიიკარებ, მიიღებ, მის შენარჩუნებასაც ეცდები. შენარჩუნება კი არაფრისა არ შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მარტო მოგება კი არა, წაგებაც უნდა იცოდეს კაცმა. სხვარიგად ადამიანი ვერ იცხოვრებდა”.
* * *
„ბედნიერების გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია: რამდენიც არ უნდა იზეიმო, მაინც ცოტაა”.
* * *
„ – ავტომობილებს იმისთვის კი არ ყიდულობენ, ჩემო ბიჭუნი, რომ ფული დააბანდონ. ავტომობილებს ყიდულობენ, რომ ფული დახარჯონ და სწორედ აქედან იწყება რომანტიკა, ყოველშემთხვევაში საქმიანი ადამიანისთვის. ადამიანთა უმეტესობისთვის კი სწორედ ამ ხარჯვის დროს იკარგება რომანტიკა”.
* * *
„პირდაპირ ჯოჯოხეთია, სადაც არასრულფასოვან ადამიანად გრძნობ თავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველთვის ერთი და იგივე მოსაბეზრებელია”.
* * *
„ფულიან ადამიანს ყოველთვის მონახავ. ან ისეთს, რომელსაც სურს ქვეყანას მდიდარ კაცად მოაჩვენოს თავი”.
* * *
„მაინც რა უცნაურია: როცა სასმელს სვამ, ძალიან სწრაფად იკრებ გონებას, სამაგიეროდ საღამოდან გათენებამდე ისეთი შუალედები იქმნება, თითქოს წლები გასულიყოს”.
* * *
„ყველა ჩვენთაგანს უკვე ბევრი რამ დაგვავიწყდა”.
* * *
„ჩვენს საქმიან საუკუნეში რომანტიკოსობაც უნდა შესძლო, ოინიც ეს არის! კონტრასები იზიდავენ ადამიანს”. – (ავტორი გენია.ჯი)