ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობიდან – „ხალდეს ყვავილები”
„ასეა, მტერი ხან ურწმუნოებას დაგაბრალებს, ხან ერთმორწმუნეობით დაგჯაბნის და დაგიმონებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მამულის მტერი კაცი არ არის, შერგილ!”
* * *
„საყვარელ მამაკაცს კარგი ცოლი ყოველთვის მიუხვდება ფიქრს”.
* * *
„ – რას იზამ, ადამიანს ხშირად უხდება თავისი ფიქრების მალვა”.
* * *
„თურმე მეფეებიც კი სხვებს შენატრიან!”
* * *
„კაცს რომ მოკლავ, ყვავილთა სიმღერას კი არა, ადამიანის ეშხს დაკარგავ”.
* * *
„კაცის გონება მხოლოდ ღმერთს შეეძლო შეექმნა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჰე, რა ბედნიერებაა, ბავშვთა ენით სამყაროსთან საუბარი და მათი თვალით ამ ქვეყნის ყურება?!”