ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობიდან – „ყურძნის მტევნები”

„ავბედს თვითონ მიჰყავს ადამიანი თავის ნებაზე”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ბედნიერება ცოლების სიმრავლეში კი არ არის, შვილო, ცოლ-ქმრულ სიყვარულშია – ოჯახის სიყვარულში”.

* * *

„კეთილშობილი ვაჟკაცი მეგობარს და მეზობელს არ უღალატებს”.

* * *

„ორი ადამიანის ნაფიქრალი მაინც სხვა არის”.

* * *

„ – არა, ძმაო, ხალხს თავისას ვერავინ დაავიწყებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიმდიდრეს თავისი კანონები აქვს”.

* * *

„ვაჟკაცი კაცი ოჯახს თუ ატყუებს, ყველასთან პირგაცბუნებული იქნება, ქვეყნადაც აღარავის დაინდობს”.

* * *

„სამწუხაროდ, დედები ყველას წინაშე აგებენ პასუხს”.

* * *

„ – ხალხი შიშით როდი ყუჩდება, ბექა, ძალით ხალხის დარდს ვინ გააქარვებს?! იგი უფრო ბრაზდება, სისხლს გულში იხვევს და დროს უცდის”.

* * *

„სიფრთხილემ სიბრძნის ჯავშნის ჩაცმა იცის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება