ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობებიდან…
„დედის გულ-ღვიძლი შვილის გულ-ღვიძლთან უშორებელია”. – (აფხაზური თქმულება)
* * *
„არწივები ყოველთვის ცის გუმბათში შეფრენილი კვდებიან”. – (არწივები ცაში აფრენილი კვდებიან)
* * *
„ცრემლს მოერიდე, ხომ იცი, ცრემლი ადამიანის გულის მჭამელია”. – (მიაგულის სიყვარული)
* * *
„ჩვენთვის ჩვენი სამშობლოს ავ-კარგი ჩვენივე სიკვდილ-სიცოცხლე არ არის განა?!” – (არწივები ცაში აფრენილი კვდებიან)
* * *
„ადამიანებმა იციან ღვაწლის დაფასება!” – (დიდ ჭადართან)
* * *
„ორი სატრფო ერთ გულში არ დაეტევა, არ მოთავსდება”. – (მიაგულის სიყვარული)
* * *
„თუ მამულიშვილებმა მიწა-წყალზე გული აიყარეს, თავისას სხვისი ამჯობინეს, თავისი ქვეყნის მიწა-წყალი სხვას ანაცვალეს, მაშინ მისი გულიც დუნდება, მის სისხლის ძარღვებს პკე ეკიდება, ჭიავდება და ავად ხდება. ასეთ ხალხს გადაშენება ელის. სიკვდილი არ ასცდება”. – (არწივები ცაში აფრენილი კვდებიან)
* * *
„კიდევ კარგი, რომ დიდგვაროვანთა ცოდვებს გლეხკაცი ასწორებს ხოლმე თავისი მადლით!” – (დიდ ჭადართან)
* * *
„ადამიანის ბედიც ვარსკვლავებით მოჭედილ მოკამკამე ცასა ჰგავს. ერთი წამი და ყველაზე დიდი ვარსკვლავი მოსწყდება ამ კრიალა ცას, სივრცეში გაიელვებს და მის კვალსაც ვერავინ დაინახავს”. – (აფხაზური თქმულება)
* * *
„მამულის სიყვარული სიკვდილს მოაცდევინებს!” – (არწივები ცაში აფრენილი კვდებიან) – (ავტორი გენია.ჯი)